top of page
პროექტის შესახებ

ახალი ტექნოლოგიები ამცირებს მანძილებს, აახლოებს ადამიანებს და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ისეთ კარგად ნაცნობ სფეროებშიც, როგორიცაა მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები, მრეწველობა, მომსახურების სფერო და ა.შ. დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება ნებისმიერი სფეროს წარმატებას განსაზღვრავს.

 

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თიბისის განათლების პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობისგან: ვორქშოფები, ონლაინ კურსები, კონკურსები, ჰაკათონები...

 

ამ ეტაპზე, გთავაზობთ 9 სასწავლო კურსს, სადაც კონკრეტულ საბაზისო ცოდნას შეიძენ და შექმნი საინტერესო პროექტებს.

კურსების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის და არის უფასო. კურსებზე დასწრებისთვის გჭირდება ინტერნეტი, კომპიუტერის გამოყენების საბაზისო ცოდნა და სწავლის დიდი სურვილი.

 

შეარჩიე ჩვენი უფასო სასწავლო კურსებიდან შენთვის ყველაზე საინტერესო და დაიწყე თანამედროვე პროფესიის შესწავლა შენი მომავალი წარმატებისთვის.

 

საგანმანათლებლო პროგრამები შექმნილია სანდრო ასათიანთან ერთად. სანდრო ტექნოლოგიების სფეროს ინოვატორი, ლექტორი და არაერთი სტარტაპის დამფუძნებელია.

პროექტის პარტნიორები
GeoLab.GEO-01.png
USAID_Horiz_Georgian_RGB_2-Color.png
ph_logo_sm.png
bottom of page