top of page

კურსები

UI/UX Design
UI/UX დიზაინი

კურსის ფარგლებში შეისწავლი მომხმარებლის ინტერფეისისა (UI) და მომხმარებლის გამოცდილების დიზაინის (UX) საწყისებს და იმუშავებ ონლაინ პლატფორმა - Figma-ში.

Graphics Design
გრაფიკული დიზაინი

კურსის ფარგლებში გაეცნობი და პრაქტიკაში გამოიყენებ Adobe-ის ახალ და პოპულარულ პროდუქტს - Adobe Express.

Web Development
ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)

კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (Front End: HTML, CSS), რომელთა გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს.

Web Development
ვებგვერდების პროგრამირება (Back End - Python)

კურსის ფარგლებში ისწავლი პროგრამული კოდის წერას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენის, Python-ის საწყისების დახმარებით.

Visual Communication
ვიზუალური კომუნიკაცია (ვიდეოგრაფია; ფოტოგრაფია)

კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარება, შექმნა სასურველი ფოტო და ვიდეო კონტენტი. ასეთებია: კამერის ძირითადი პარამეტრები, სხვადასხვა სამონტაჟო პროგრამა: Adobe Express, Lightroom, CapCut და ა.შ.

Game Development
კომპიუტერული თამაშების შექმნა

კურსის განმავლობაში გაეცნობი თამაშების შესაქმნელ გარემოს - love2D, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია 2D თამაშების შექმნა. ისწავლი თამაშის სცენარის შემუშავებას და მის პირველად ტესტირებას. კურსის განმავლობაში, თამაშის დაპროგრამებას პროგრამული ენის - lua-ს საშუალებით შეძლებ.

Mobile App Development
მობილური აპლიკაციების შექმნა

კურსის განმავლობაში გაეცნობი მობილური აპლიკაციის შექმნის ძირითად პრინციპებსა და მიდგომებს, რაშიც დაგეხმარება MIT-ის პროგრამა App Inventor-ი. სასწავლო კურსის ფარგლებში, ისწავლი როგორც პროგრამირების საწყისებს, ისე სხვადასხვა მობილური მოწყობილობის მუშაობის ძირითად პრინციპებს.

Chatbot Development
მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა

კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც იქმნება მოლაპარაკე პროგრამები (ჩატბოტები). გაიგებ, რა ტიპის სამუშაოა შესასრულებელი უშუალოდ ჩატბოტის აწყობამდე და დამოუკიდებლად შექმნი პროგრამას.

Digital Communication
ციფრული კომუნიკაცია

სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობი სოციალურ მედიასთან და ზოგადად, ინტერნეტ კულტურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

bottom of page