top of page
-
რას ვისწავლი?თიბისის განათლების პროგრამა მოიცავს 9 პრაქტიკულ კურსს: ვებგვერდების აწყობა (Front-End: HTML; CSS) ვებგვერდების პროგრამირება (Back-End: Python) მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა კომპიუტერული თამაშების შექმნა მობილური აპლიკაციების შექმნა ციფრული კომუნიკაცია ვიზუალური კომუნიკაცია (ვიდეოგრაფია; ფოტოგრაფია) გრაფიკული დიზაინი UI/UX დიზაინი შეგიძლია აირჩიო შენთვის საინტერესო კურსი და საბაზისო დონეზე შეისწავლო მომავლის პროფესია.
-
ვისთვისაა კურსები?კურსები შენთვისაა, თუ ხარ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე, გაინტერესებს ახალი ტექნოლოგიები და გსურს თანამედროვე პროფესიების შესწავლა.
-
როგორია კურსის მონაწილეების შერჩევის პროცესი?ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიაროს კურსები. მონაწილეებს ვარჩევთ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: შეავსე სარეგისტრაციო ფორმა; უპირატესობა მოგენიჭება, თუ სხვებზე ადრე დარეგისტრირდები; შერჩევის დროს გავითვალისწინებთ რეგიონულ ბალანსს; კურსზე შერჩევა დავალების შედეგების მიხედვით მოხდება; შერჩევის პროცესზე უკუკავშირს მიიღებ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტის მისამართზე; რეგისტრაციის, შერჩევის პროცესისა და ლექციების დაწყების თარიღი წინასწარ იქნება ცნობილი.
-
რას ვაკეთებ კურსის დაწყებამდე?სარეგისტრაციო ფორმის შევსებამდე, ასრულებ დავალებას და შემდეგ ავსებ ფორმაში მოცემულ ველებს, სადაც ტვირთავ შესრულებულ მასალას. თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა ტიპის დავალებაა, მათი აღწერა მოცემული იქნება ვიდეოს სახით.
-
ვინ ატარებს ლექციებს?სასწავლო კურსებს უძღვებიან შესაბამისი მიმართულების პროფესიონალები. ყველა ლექტორს, თავისივე სფეროში, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
-
როდის ტარდება ლექციები?ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ, 2 საათის განმავლობაში კონკრეტული კურსის სალექციო დღეებსა და საათებს სარეგისტრაციო ფორმაში ნახავ
-
სად ტარდება ლექციები?ლექციები ტარდება ონლაინ, Google meet-ის პლატფორმაზე.
-
მივიღებ თუ არა სერტიფიკატს?სერტიფიკატს მიიღებ კურსზე მოცემული დავალებებისა და ფინალური პროექტის შესრულების შემდეგ.
-
რა არის კურსების ღირებულება?კურსები დაფინანსებულია თიბისის მიერ და უფასოა, ყველა მონაწილისათვის.
-
რა ხანგრძლივობისაა კურსები და რამდენი საათი გრძელდება ლექციები?სასწავლო კურსები მოიცავს 3 თვეს ტარდება კვირაში 2-ჯერ, 2 საათის განმავლობაში ჯამში: 20 ლექცია/40 საათი
-
მჭირდება თუ არა ინტერნეტი და კომპიუტერი კურსზე დასწრებისთვის?კურსზე დასასწრებად დაგჭირდება წვდომა ინტერნეტთან და საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი, სადაც დავალებებს შეასრულებ.
-
შემიძლია თუ არა დავრეგისტრირდე რამდენიმე კურსზე?რეგისტრაციის გავლა შეგიძლია მხოლოდ ერთ კურსზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართე სასწავლო კურსის კოორდინატორს: TBCeducationprogram@geolab.edu.ge
bottom of page