კომპიუტერული თამაშების შექმნა
კომპიუტერული თამაშების შექმნა
დეტალები
რას მოიცავს კურსი? კომპიუტერული თამაშების შექმნა პირველი კომპიუტერული თამაშები, კომპიუტერების განვითარების ადრეულ ეტაპზე, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა. პირველი თამაშები მსოფლიოში წამყვანი მეცნიერების ექსპერიმენტებს წარმოადგენდა. კომპიუტერი იმ დროს საკმაოდ რთული მოწყობილობა იყო. ის ფაქტი, რომ კომპიუტერების განვითარების სათავეებში მდგომმა მეცნიერებმა იმ დროს თამაშებისათვისაც მოიცალეს, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ კომპიუტერული თამაშები სულაც არ არის უბრალოდ გასართობი საშუალება. კომპიუტერულმა თამაშებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია, თანაც არამარტო ბავშვებში. გაჩენილმა ინტერესმა კი თამაშების ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი. დროთა განმავლობაში, წიგნებისა და ფილმების გარდა, ჩამოყალიბდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდა თაობისთვის. ვინ არიან გეიმ დეველოპერები? იმ ადამიანებს, რომლებიც თამაშებს ქმნიან, გეიმ დეველოპერები ჰქვიათ. თამაშის შექმნა საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია. დღეს ზოგიერთი თამაში სპეციალური ეფექტებით გაჯერებული ფილმის გადაღებაზე უფრო ძვირი ჯდება. ფილმის გადაღების მსგავსად, თამაშის შექმნაშიც ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებს მონაწილეობას. თამაშის შექმნა იწყება მისი სცენარისა და ლოგიკის შემუშავებით. ზოგიერთი ცნობილი კომპიუტერული თამაში თავიდან სამაგიდო თამაშის სახით იყო ცნობილი. თამაშის შექმნაზე მომუშავე გუნდს მიეკუთვნებიან ანიმატორებიც. ისინი ხატავენ თამაშის გმირებს ან მათ სამგაზომილებიან პროგრამებში აწყობენ. ანიმატორების ნაწილი კი პერსონაჟების ანიმაციაზე, ანუ მათ ამოძრავებაზე მუშაობს. რაც შეეხება პროგრამისტებს, ისინი სცენარის, გმირების, მუსიკისა და ანიმაციის გაერთიანებით, ტექნიკურად ქმნიან თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის შესაქმნელად ბევრი ადამიანის ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, არსებობს ისეთი თამაშები, რომელსაც პატარა ჯგუფი ან სულაც ერთი ადამიანი ქმნის. ასეთ თამაშებს indie game-ს უწოდებენ, რაც შემდეგი სიტყვების შემოკლებული ვერსიაა: დამოუკიდებლად შექმნილი ვიდეოთამაში (independent video game). რა არის კურსის მიზანი? კურსის განმავლობაში გაეცნობი თამაშების შესაქმნელ გარემოს - love2D, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ინდი თამაშების შექმნა. ისწავლი თამაშის სცენარის შემუშავებას და მის პირველად ტესტირებას. კურსის დროს, თამაშის დაპროგრამებას, პროგრამული ენის - lua-ს საშუალებით შეძლებ. კურსის მიზანია, შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რაც თამაშების შესაქმნელადაა საჭირო. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს. ვისთვისაა კურსი? სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება პროგრამირების საბაზისო ცოდნა. უნდა იყო მე-10-ე ან მე-11-ე კლასის მოსწავლე, გქონდეს მოტივაცია, წვდომა კომპიუტ