top of page

ჩატბოტების შექმნა


ონლაინ სესია
უფასო
ატენის ქუჩა N2 , სართული 3.

დეტალები

რას მოიცავს კურსი? მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაჩნდა მოლაპარაკე პროგრამები. მათ ადამიანები ტექსტების საშუალებით ელაპარაკებიან. ზოგჯერ, ასეთი ტიპის კომპიუტერულ პროგრამასთან საუბარი ისეა შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანთან. მოლაპარაკე პროგრამებს ანუ ჩატბოტებს სწრაფად და მარტივად შეუძლიათ შემდეგი ოპერაციების შესრულება: ინფორმაციის მიწოდება, პროდუქტის შეთავაზება, გაყიდვა, სიახლის გავრცელება და ა.შ. მსგავსი პროგრამის სახით კომპანია იძენს ციფრულ თანამშრომელს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხაზზეა, ეკონტაქტება მომხმარებლებს და ქმნის კომპანიის იმიჯს. მოლაპარაკე პროგრამები ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობენ ადამიანის საქმიანობის უამრავ სფეროში. მაგალითად, ლიტერატურაში, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, მოლაპარაკე წიგნების შექმნაა შესაძლებელი. რა არის ბოტი? მექანიკურ მოწყობილობას, რომელსაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია, რობოტს უწოდებენ. რობოტი ადამიანის შექმნილია და მას, როგორც წესი, დავალებებსაც ადამიანი აძლევს, რასაც ის უკვე დამოუკიდებლად ასრულებს. სიტყვა „რობოტი“ XX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა. იგი პირველად ჩეხმა მწერალმა, კარლ ჩაპეკმა გამოიყენა. მოგვიანებით სიტყვისგან - „რობოტი“ - კიდევ ერთი ახალი ტერმინი - „ბოტი“ გაჩნდა. ასე უწოდებენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ამოცანებს ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ. ბოტს, რობოტისგან განსხვავებით, არ გააჩნია მატერიალური გარსი. ის მხოლოდ პროგრამაა. რა არის ჩატბოტი? ჩატბოტი ბოტის ერთ-ერთი ნაირსახეობაა (ინგ. Chat საუბარი). ის ადამიანთან მოსაუბრე პროგრამაა, რომელსაც ადამიანის მსგავსად შეუძლია დიალოგის წარმართვა. ვინ არის ნარატივდიზაინერი? ნარატივდიზაინერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ჩატბოტის საუბრის სტილს, ფიქრობს ჩატბოტის პერსონალობაზე და აწყობს ადამიანთან დიალოგის სტრუქტურას. თუკი დიზაინერი ვიზუალური ხერხებით ქმნის გამოსახულებას, ნარატივდიზაინერი იმ სიტყვებსა და წინადადებებს, რომლებისგანაც ჩატბოტის პასუხები შედგება, სტრუქტურულად ალაგებს და ერთმანეთს უსადაგებს. ნარატივდიზაინი ცდილობს დიალოგის დიზაინი ააწყოს და თან ჩატბოტს პიროვნული თვისებები შესძინოს. მისი სამუშაო გარკვეულწილად ჰგავს ქოფირაითერის ან მწერლის სამუშაოს, რომელიც ცდილობს, საკუთარი მოთხრობის პერსონაჟების დიალოგებში დამაჯერებლობა და პიროვნული თვისებები გამოსახოს. ნარატივდიზაინერის საქმიანობა მთლიანად თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. <b>რა არის კურსის მიზანი?</b>


bottom of page