ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (Front End: HTML, CSS), რომელთა გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს.
20 ლექცია | 3 თვე | Google Meet |
რა არის კურსის მიზანი?
კურსის მიზანია, შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ვებგვერდის შესაქმნელადაა საჭირო.
პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად შექმნი ვებგვერდს.
კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს.
ვისთვისაა კურსი?
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს მოტივაცია და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
● სტატიკური და დინამიური ვებგვერდის აწყობა;
● HTML-ის თეგების შექმნა და გამოყენება;
● CSS ვებგვერდის სტილების და ანიმაციების შექმნა და გამოყენება;
● ყველა კომპიუტერული მოწყობილობისათვის (მაგ. კომპიუტერის მონიტორი, მობილური, პლანშეტი) ვებგვერდის ოპტიმიზირება, მორგება;
● Github-ის გამოყენება;
● ვებგვერდის ინტერნეტში განთავსება.