top of page

ციფრული მარკეტინგი

სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობი სოციალურ მედიასთან და ზოგადად, ინტერნეტ კულტურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

20 ლექცია
3 თვე
Google Meet
რეგისტრაცია
Digital Marketing

რა არის კურსის მიზანი?


კურსის მიზანია, შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მოგცემს შესაძლებლობას ეფექტიანად გაავრცელო ინფორმაცია, თანამედროვე ციფრულ სამყაროში.


პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და შექმნი ონლაინ კამპანიას.


კურსი არის უფასო და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სერტიფიკატს.



ვისთვისაა კურსი?


სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს მოტივაცია და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.



რას გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?


პოპულარული სოციალური მედია არხების მართვა;

სოციალური მედიისთვის ტექსტის მომზადების სპეციფიკა;

●  სხვადასხვა სოციალური არხების საშუალებით, ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელება;

Google-ის სერვისებთან მუშაობა;

● ბრიფის და რეპორტის მომზადება;

ონლაინ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.


ვინ მასწავლის?

ფოტოები-01.jpg

ანი ჩარექიშვილი

Front-End დეველოპერი;  თიბისი აკადემიის ანგულარის კურსდამთავრებული; თიბისის ანგულარ დეველოპერი. 

"ჩემთვის, როგორც თიბისის გუნდის წევრისთვის, მნიშვნელოვანია ბავშვებთან ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება"

giorgi kvaratskhelia.jpg

გიორგი კვარაცხელია

Back End დეველოპერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; Back End დეველოპმენტის ლექტორი უნილაბსა და ჯეოლაბში.

"ჩემი აზრით, უდიდესი სიკეთე რაც კი თანამედროვე ტექნოლოგიებმა გააკეთა, არის ის, რომ თითქმის ყველა ადამიანს მისცა საშუალება ისწავლოს ნებისმიერი რამ რისი ინტერესიც აქვს."

ფოტოები-04.jpg

გიორგი ნავდარაშვილი

მობილური აპლიკაციების დეველოპერი;

აპლიკაციების დეველოპმენტის ტრენერი ჯეოლაბში.

"ციფრული ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობს მომავლის ჩამოყალიბებაში. ისინი საშუალებას გვაძლევენ, გავაუმჯობესოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი თითქმის ყველა მიმართულებით. დღეისათვის ტექნოლოგიები ჩვენი მთავარი იარაღია, მომავლის გამოწვევების გადასაჭრელად."

ფოტოები-10.jpg

ნიკა გოგუაძე

UI/UX დიზაინერი - TNET-ის უფროსი UI/UX დიზაინერი. 

"ციფრული ტექნოლოგიების გაცნობის შემდეგ, შესაძლებლობა გვექნება განვახორციელოთ ისეთი ოპერაციები ჩვენი ტელეფონებიდან/კომპიუტერებიდან, რაც დღეის მოცემულობით წარმოუდგენლად გვეჩვენება."

ფოტოები-15.jpg

დავით ხითარიშვილი

ციფრული მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ქოფირაითერი. ლექტორი სასწავლო დაწესებულებებში: ჯეოლაბი, უნილაბი, GIPA, GAU, ილიაუნი, Alterbridge.

"21-ე საუკუნეში, ცვლად გარემოსთან შეგუებისა და მასთან ერთად განვითარებისთვის, აუცილებელია გვქონდეს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით."

ფოტოები-06.jpg

შოთიკო ციქურიშვილი

ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი; კონტენტის მენეჯერი.

"ციფრული ტექნოლოგიები ახალ თაობას დაეხმარება, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს და მეტიც, მომავალში თვითონ შექმნან გამორჩეული ტექნოლოგიური ტრენდები, ტენდენციები და განახორციელონ იდეები."

ანა შადური.jpg

ანა შადური

გრაფიკოსი და UI/UX დიზაინერი; ასწავლის ჯიპაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯეოლაბსა და საქართველოს კარიტასში.

"ციფრული ტექნოლოგიები ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან წვდომისა და ბიზნესის გაფართოების საშუალებას აძლევს."

რეგისტრაცია
bottom of page